კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების სრულყოფა
განუწყვეტლივ მიმდინარეობს. რუსმა მეცნიერებმა, რომლებიც მოღვაწეობენ ცერნში შეექმნეს უნიკალური ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია ყველაზე მცირე
ზომის სიმსივნეების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე და მათი მკურნალობა. ლოზანის საუნივერსიტეტო
საავადმყოფოს ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელძღვანელი ატარებს ტესტურ დიაგნოსტირებას
აბსოლუტურად ახალი ხელსაწყოს მეშვეობით. ეს ხელსაწყო შექმნა რუს მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა,
რომელიც მუშაობს ცერნში დიდ ადრონულ კოლაიდერთან. ეს დეტექტორი ახალი სიტყვაა ონკოქირურგიაში.
ის აძლევს ონკოქირურგს შესაძლებლობას ოპერაციის დროს არ დაკარგოს ყველაზე მცირე ზომის
სიმსივნეც კი. "პაციენტი, რომელსაც აწუხებს კიბოს საკმაოდ იშვიათი სახეობა – მას
აქვს ნეიროენდოკრინული სიმსივნე. მისი ზომა 5მმ–დეა – ეს საერთოდ უდიდესი მიღწევაა,
რომელიც ჩვენ პრინციპში აღმოვაჩინეთ. აი შეხედეთ, ეს არის დაავადებული ლიმფური კვანძი.
ქირურგისთვის ძალიან რთული იქნება მასთან მიახლება და ამოკვეთა, ხოლო დეტექტორით, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით,
ეს შესაძლებელია და აქ ჩვენ გვეხმარება რადიაცია"– ამბობს ჯონ პრიორი – ლოზანის
საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბირთვული მედიცინის განყოფილების გამგე.
ახალი მეთოდიკა ამგვარად მუშაობს, სპეციალური რადიოიზოტოპით ხდება სიმსივნის მარკირება.
აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიური პრეპარატი გროვდება მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებში და ისინი იწყებენ ფონირებას. შემდეგ კი,
ოპერაციის დროს ეს ხელსაწყო იჭერს გამოსხივებას და ეხმარება ქირურგს ამოკვეთოს უკლებლივ
მთელი სიმსივნე. ამგვარად აღარ ხდება დაავადების რეციდივი. გამოგონება უკვე გამოსცადეს
რეალური ქირურგიული ოპერაციების დროს.
"ჩვენ გვაქვს მრავალი სხვადასხვა რადიოიზოტოპი
სხვადასხვა სახეობის სიმსივნეთა მარკირებისათვის. ზოგიერთი შეეფერება მხოლოდ ენდოკრინულ
სიმსივნეებს. მაგალითად, რიგი კარცინომებისათვის არსებობს დიაგნოსტიკა მხოლოდ სტაციონარული
სკანერით, ხოლო ეს ხელსაწყო მათაც ამჩნევს" – აღნიშნავს ლოზანის საუნივერსიტეტო
ჰოსპიტალის ონკოქირურგი მორის მატერი.
ამერიკული დეტექტორის ღირებულება შეადგენს 50 ათას ევროს,
განსხვავებით მსგავსი კონკურენტი ხელსაწყოებისა, რომლებიც დღეს საკმაოდ ძვირად ღირებულია,
რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ხელსაწყო გაცილებით უნივერსალურია და მისი ღირებულება
იმგვარია, რომ შესაძლებელია მისი ერთჯერადებად წარმოებაც
კი. აღსანიშნავია, რომ მის მგრძნობელობას
არა აქვს ანალოგი. ახალ ხელსაწყოში გამოიყენება
ისეთივე ტექნოლოგიები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე
წლის შემდეგ იქნება რეალიზებული დიდი ადრონული კოლაიდერის ნაწილაკებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий