დღესდღეობით არსებობს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის
სამი ძირითადი მეთოდიკა - ქირურგია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.
სხივური თერაპიის ძირითადი არსი მდგომარეობს დნმ-ის
მოლეკულის დაზიანებაში, დნმ-ის მოლეკულა არის
ცოცხალი უჯრედების გენეტიკური ინფორმაციისა და მემკვიდრული თვისებების მატარებელი. ეს დაზიანება
შეიძლება გამოწვეული იქნას მაიონიზირებელი დასხივებით პირდაპირი და ირიბი ხერხით. ატომთა იონიზაციის გზით, რომლებიც შედის დნმ-ის
ჯაჭვში არის პირდაპირი გზა. ირიბი მექანიზმი
- მდგომრეობს წყლის მოლეკულების იონიზაციით და ქიმიურად აქტიური თავისუფალი რადიკალების
წარმოქმნის გზით, რომლებიც შემდგომ იწვევენ დნმ-ის დაზიანებას. სხივური თერაპიის პრინციპი
ეფუძნება ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედების რეგენერაციის სხვადასხვა უნარიანობას. ჯანსაღი უჯრედები სრულად და ნაწილობრივ
აღადგენენ დნმ-ს და უჯრედი იღუპება, ან დნმ-ი რეპროდუქციის დროს გადასცემს დამანხიჯებულ
ინფორმაციას, რაც აფერხებს დაავადებული უჯრედის გამრავლებას.
მიუხედაბად იმისა, რომ სხივური თერაპია ფართოდ გამოიყენება,
მას ახლავს მთელი რიგი შეზღუდვა:
- 1. მთელი რიგი სიმსივნეები აღმოჩნდნენ მდგრადი გამა-დასხივების მიმართ, ვინაიდან ეს მეთოდი ძლიერ მგრძნობიარეა სიმსივნურ უჯრედებში ჟანგბადის არსებობასთან
- 2. მკურნალობისას ზიანდება ასევე მეზობელი ჯანმრთელი ქსოვილები. ეს კი გარკვეულ სირთულეს იწვევს მთელ რიგ შემთხვევევბში, ვინაიდან ჩნდება ზღვარი დოზური დატვირთვებისათვის - განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგიაში.
იდეალურ შემთხვევაში, კიბოს მკურნალობა მდგომარეობს
სიმსივნური უჯრედის დაზიანებაში, მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება.
ამ იდეალს უახლოვდება ადრონული თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება სწრაფი ნაწილაკები:
პროტონები და ნახშირბადის იონები. თერაპიას ნახშირბად-12-ის იონებით აქვს მთელი რიგი
უპირატესობა პროტონებთან და სხვა იონებთან შედარებით. ამგვარად ნახშირბადის იონების
გამოყენებას სხივურ თერაპიაში აქვს შემდეგი უპირატესობები:
- 1. სწრაფად მოძრავი იონები მარტივად შეიძლება მივმართოთ ვიწრო ნაკადად, რომლებიც შეაღწევენ ცოცხალ ქსოვილში საჭირო სირღრმეზე, რაც დამოკიდებულია ნაკადის ენერგიის სიძლიერეზე.
- მაქსიმალურად ზიანდება სიმსივნური უჯრედები . ჯანმრთელი ქსოვილები, რომლებიც სიმსივნესთან მდებარეობს არ ზიანდება.
- ნახშირბადის იონების შეღწევა ხდება თითქმის გაფანტვის გარეშე - შეგვიძლია დავუმიზნოთ საჭირო სამიზნეს. სიზუსტე შეადგენს 1მმ-მდე.
- ნახშირბადის იონების შემთხვევაში „ჟანგბადური ეფექტი“ არ არის მნიშვნელოვანი. ხდება დნმ-ის სპირალის მრავალჯერადი ორმაგი გახლეჩა, რაც აღარ აძლევს სიმსივნურ უჯრედს გადარჩენის შესაძლებლობას.
ადრონული თერაპიის გამოყენება შესაძლებელი გახდა ბირთვული ფიზიკის მიღწევების შედეგად. რას აძლევს ექიმ-რადიოთერაპევტს ადრონული თერაპიის უახლესი მეთოდიკა?
- 1. შესაძლებელი ხდება არაოპერაბელური რადიორეზისტენტური სიმსივნეების ეფექტური მკურნალობა.
- 2. ეს უნივერსალური, ზეზუსტი ინსტრუმენტი შესაძლებლობას მისცემს ონკოლოგიურ კლინიკებს გაზარდოს პაციენტთა გამტარიანობა.
ადრონული თერაპიის გამოყენება უპირატესია ტვინის, ღვიძლის
სიმსივნის, კუჭქვეშა ჯირყვლის, ნაღვლის სადინარების, მცირე მენჯის ორგანოების, გულმკერდის
არის, საყლაპავი მილის, კუდუსუნის, ხერხემლის სიმსივნეების მკურნალობის დროს.
დღესდღეობით ადრონული თერაპიით მკურნალობა ხდება ევროპის
ქვეყნებში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - CERN-ის ერთობლივი ძალისხმევით
იქმნება ადრონული თერაპიის ENLIGHT მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ქსელი. უკვე გახსნილია გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიასა
და საფრანგეთში.
რუსეთში კი პროტონული
დასხივების სამი ცენტრი მუშაობს - მოსკოვში, დუბნასა და გატჩინაში, უკვე გაიხსნა ცენტრი პეტერბურგში. ასევე
იგეგმება ამ ცენტრების პროექტირება ჩინეთში, ბელგიასა და შვედეთში. ორი ცენტრი უკვე
რამდენიმე წელია მუშაობს იაპონიაში და კიდევ
დაგეგმილია ახალი ცენტრების შექმნა. თითოეულმა ასეთმა ცენტრმა უნდა მოემსახუროს
დაახლოებით 10 მლნ. მოსახლეობას. ადრონული თერაპიის მეთოდები უზრუნველყოფენ პაციენტების
განკურნებას 90%-ის შემთხვევაში.
4 თებერვალი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო
დღეა, რომელიც აღინიშნება მსოფლიოში 2005 წლიდან ეს დღე გამოცხადებულია საერთაშორისო კავშირი კიბოს წინააღმდეგ UICC მიერ. მისი
მიზანია, ადამიანის ცნობიერების ამაღლება კიბოს, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის ერთ–ერთი
ყველაზე საშიში დაავადების შესახებ, მეტი ინფორმაციის მიწოდება, დაავადების დროულად
გამოვლენა და მკურნალობა.
პრეზენტაცია
პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий